ვუახლოვდებით ფინიშს, მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი მშვიდობიანად დავასრულოთ - გიული ალასანია
ვუახლოვდებით ფინიშს, მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი მშვიდობიანად დავასრულოთ - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, რომელიც ამ წუთებში შვილიშვილთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად კლინიკა ,,ვივა მედში" მივიდა.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები მიესალმებიან გადაწყვეტილებას, საქართველოში მაღალი კლასის ექსპერტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით. მესამე პრეზიდენტის დედა აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებას.
იყო რაღაც პრეცენდენტები, როცა გარედან ჩართეს ეს ჯგუფები და ამის შემდგომ შეკითხვა არ გასჩენია არავის. ასეთი ქმედება ყოველთვის უფრო დამაჯერებელია.
მიხეილ სააკაშვილი მთელი მსოფლიოსგან ძალიან დიდი ყურადღების ქვეშაა, აკვირდებიან.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად დავასრულოთ. ვუახლოვდებით უკვე ფინიშს. იმიტომ რომ, რამდენი ხანი შეიძლება, ეს გაგრძელდეს?! - განაცხადა გიული ალასანიამ.
კლინიკა ,,ვივა მედში" იმყოფებიან დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერეტებიც. მედიკოსები ახლა შეხვედრას კლინიკის ხელმძღვანელობასთან მართავენ, მიიღებენ ინფორმაციას პრეზიდენტის მდგომარეობაზე, შემდეგ კი უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს მოინახულებენ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამერიკაში უმაღლესი კომპეტენციის მქონე ექსპერტებს მოწვევა გაუგზავნეს, რათა ისინი საქართევლოში ჩამოვიდნენ და საქართველოს მესამე პორეზიდენტსი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიუუკერძოებელი დასკვნა დადონ.