ივანიშვილთან ერთად უნდა მოხდეს გომელაური, ლილუაშვილი, კობიძის დასანქცირება - ხაბეიშვილი
ელენე ხოშტარიას განცხადებას ოპოზიციაში ეხმაურებიან.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ივანიშვილთან ერთად უნდა მოხდეს ლილუაშვილის, გომელაურის და კობიძის დასანქცირებაც.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ სამივე მათგანი ხელისუფლებაში ივანიშვილის მოურავობიდან მოხვდნენ.
ეს ადამიანები არინ ბიძინა ივანშვილის კარზე ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებიც ხელისუფლებაში მოხვდნენ ივანიშვილის მოურავობიდან. ანუ პირდაპირ მისი დაცვის წარმომადგენელი იყო გომელაური და ბატონი ლილუაშვილი მის ბანკში იკავებდა მაღალ თანამდებობას. სწორედ ეს არის ოლიგარქიული მმართველობა, როცა ვიწრო წრე საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს ძალაუფლებას. მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილთან ერთად მოხდეს ამ ადამიანების დასანქცირება და უნდა გაგრძელდეს პროკურორებით და მოსამართლეებით". - ამბობს ხაბეიშვილი.
„დროას“ ლიდერი ივანიშვილის გარემოცვის კიდევ სამი მაღლაჩინოსნის დოსიეს დასავლეთში აგზავნის.
ხოშტარია ამბობს, რომ სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომელი კობა კობიძე ივანიშვილს მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარებიან, ამიტომ ისინი უნდა დასანქცირდნენ.