Peaceful Transition of Power (ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა)- ნიკა გვარამია ,,ოცნებას" ერთადერთ გამოსავალს სთავაზობს

07.07.22 18:51
Peaceful Transition of Power (ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა)- ნიკა გვარამია ,,ოცნებას" ერთადერთ გამოსავალს სთავაზობს

Peaceful Transition of Power (ანუ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა)- ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, ბიძინა ივანიშვილს არა მარტო მისი, არამედ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ ვარიანტად ხელისუფლების გადაბარებას და ვადამდელ არჩევნებს სთავაზობს.

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში ,,ოცნებას" ურჩევს, რომ ევროკავშირს შანტაჟის ენით არ ესაუბროს.

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ევროკავშირის შანტაჟი სასაცილოდ გამოიყურება. ევროკავშირთან ვაჭრობა მის მდგომარეობას არათუ ვერ შეამსუბუქებს, არამედ დაამძიმებს და დააჩქარებს მის ირგვლივ რკალის შევიწროებას. 
მას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყანა "ქართულ ოცნებასთან" თუ მის გარეშე, მეტიც, მის წინააღმდეგაც კი, მაინც გამოვა შექმნილი ჩიხიდან (შიგნით აქციით, გარეთ სანქციით). 
აი საკუთარი თავის გადარჩენას კი ერთადერთი გზით - ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემით შეძლებს. მალე მოისმენს კიდეც ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან "Peaceful Transition of Power"-ს. ამიტომ, ჯობია მომზადებული შეხვდეს ამ მომენტს და მიიღოს ვადამდელი არჩევნებისთვის საჭირო კონსტიტუციური და სხვა ცვლილებები. 
ეს ქვეყნისთვის და მისი ევროპერსპექტივისთვის საუკეთესო და უმოკლესი გზაა, ხოლო ივანიშვილის გადარჩენისთვის - ერთადერთი და უალტერნატივო
- წერს ნიკა გვარამია.

 ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს ევროკავშირს პოლიტიკური ვაჭრობა შესთავაზა.

თუ დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებთ, მაშინ 2024 წლის არჩევნებისთვის ბარიერს 5-დან 2 %-მდე დავწევთ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

 

მსგავსი სიახლეები