საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 500 % -ით გაიზარდა
კილომეტრიანი რიგები და საცობები ლარსის გამშვებ პუქტზე, 2 ათასამდე მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი კი თავის რიგს ელოდება - მხოლოდ ივნისის თვეში საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა 500 პროცენტით არის გაზრდილი. ეს მაჩვენებელი რეკორდულად მას შემდეგ გაიზარდა, რაც უკრაინასთან ომი დაიწყო.
გასულ თვეში საქართველოს საზღვარი რუსეთის 90 ათასმა მოქალაქემ გადმოკვეთა და მათი უმეტესობა ქვეყნის დატოვებას აღარც აპირებს.
ვიზიტორტა უმეტესობა რუსეთის მიერ უკრაინასთან დაწყებულ ომზე საუბარს თავს არიდებს, არ უნდათ აღიარონ, რომ რუსეთი ოკუპანტია და არც პუტინია 21-ე საუკუნის ტირანი. მიუხედავად ამისა მაინც იმ ქვეყანაში აპირებენ ცხოვერებას, რომლის 20 პროცენტიც მათ სამშობლოს აქვს დაპყრობილი.
არავინ იცის, შემომსვლელებიდან ვინ ვისი გამოგზავნილია და რა კონკრეტული მისიით ჩამოდიან საქართველოში. ზოგიერთი მათგანი ღიად საბჭოთა კავშირსაც მისტირის და კომუნისტური იმპერიის აღდგენაზე ოცნებობს
ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ფაქტია, რომ საქ-ოში ისინი მაინც კომფორტულად გრძნობენ თავს. რადგან კარგად იციან, რომ საქართველოს ახლა ჰყავს ის ხელისუფლება, რომელიც არა თუ უკრაინის სანქციებს არ შეუერთდა, მზად არის, ევროკავშირსაც დაშორდეს, თუ ამას დიდი მეზობელი მოითხოვს.
რა საფრთხეა ამ რაოდენობის რუსეთის მოქალაქის საქართველოში შემოდინება ქვეყნისთვის არავინ იცის. უცნობია რამდენია რეალური ტურისტი და რამდენი რუსული სპეცსამსახურებზე მომუშავე პირი, კამერების წინ ყველა პუტინის ომზე და უკრაინაში მოკლულ ადამიანებზე ლაპარაკს ერიდება. ეს მათთვის ტაბუდადებულია თემაა.
საქართველოში ნათესავები ჩამოვიყვანე, 22 სათია, რიგს ველოდები, 20 დღე დავრჩები, მერე ვნახოთ, რა იქნება.
არ მაინტერესებს უკრაინაზე, პუტინზე და ომზე ლაპარაკი. ჩვენ პოლიტიკას არ ვეხებით- ამბობს ერთ-ერთი რუსი ვიზტორი.
რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მგზავრების გამტარუნარიანობა 10-ჯერ გაზარდეს, თუმცა ესეც არ არის საკმარისი, ამდენი ათასი ადამიანი დროულად გამოატაროს. დღეს საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსული რუსეთის მოქალაქეები ამკიცებდნენ, ღამის თენება მანქანებში უწევთ.
კილომეტრიანი საცობის გამო სრული კოლაფსია სატვირთო გადაზიდვების მხრივ. ახლა საზღვრის კვეთას ტვირითით სავსე 1850 ტრაილერი ელოდება. რუსეთის ხელისუფლება საქართველოს საზღვართან შემქნილი კოლაფსის გამო ახლა ლარსზე, დროებითი ავტოსადგომების მოწყობას იწყებს.
ჩრდილოეთ ოსეთს მთავრობა კი მოსახლოებას ჰპირდება, რომ პრობლემას 2024 წლამდე მოაგვარებს, რადგან ამ დროისთვის ვლადიკავკაზიდან ლარსამდე ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდება.