"კობახიძის გამონათქვამები პოლიტიკური პროვოკაციაა“ - ევროპარლამენტარი
პეტრას აუსტრევიჩიუსი „ქართულ ოცნებას" დეზინფორმაციის გავრცელების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ევროპარლამენტარი ირაკლი კობახიძის განცხადებებს საქართველოს ომში ჩათრევაზე პოლიტიკურ პროვოკაციას უწოდებს
საქართველოს მმართველი პარტია უნდა ფოკუსირდეს კანდიდატის სტატუსის მიღების პირობების შესრულებაზე და შეწყვიტოს ცრუ სიგნალების გავრცელება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გამონათქვამები ევროკავშირის პოზიციის შესახებ, რომელიც თითქოს ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, არის სუფთა პოლიტიკური პროვოკაცია“, - წერს აუსტრევიჩიუსი Twitter-ზე.