საშინაო დავალება ევროკავშირისგან - ოპოზიცია მესამე სექტორს ხვდება
საშინაო დავალება ევროკავშირისგან - ოპოზიცია მესამე სექტორს ხვდება. სავარაუდოდ, მომავალ კვირას მათ უკვე ექნებათ ჩამოყალიბებული გეგმა, თუ როგორ ხედავენ თითოეული პუნქტის შესრულებას.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, შეხვედრაზე მთავარი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იქნება.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ასევე ამბობს, რომ პროცესის ბოლომდე მიყვანას და „ქართული ოცნების“ რეალური სახის ჩვენებას აპირებენ.
არასამთავრობო სექტროთან უკვე მიმდინარეობს რიგგარეშე სესიის დღის წესრიგთან დაკავშირებით მუშაობა, რომელიც წარედგინება ასევე საელჩების წარმომადგენლებს და პრეზიდენტს წარვუდგენთ და მოვითხოვთ რიგგარეშე სესიის დანიშვნას. მთავარი საკითხი რა თქმა უნდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იქნება, ვინაიდან ეს უნდა იყოს განმსაზღვრელი ტესტი იმისა, რამდენად სურს „ქართულ ოცნებას“ საერთოდ 12 პუნქტიან გეგმაზე საუბარი, ამიტომ ჩვენ უნდა წარვმართოთ ეს პროცესი და საზოგადოებას ვაჩვენოთ ქართული ოცნების რეალური სახე, რომ ისინი არ აპირებენ ამ პროცესის ბოლომდე მიყვანას“. - ამბობს ბეჟაშვილი.