ივანიშვილის გეგმა B - ოლიგარქი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის?!

08.07.22 11:40
ივანიშვილის გეგმა B - ოლიგარქი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის?!

პოლიტიკურ წრეებში გაჩნდა მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ქონების გადასარჩენად, საზოგადოების წინაშე შესაძლოა, მალე გამოჩნდეს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ოლიგარქი საბოლოოდ, კულისებიდან გამოვა, "ბევრ ტყუილს იტყვის და ასე შეეცდება, საზოგადოებას აზრი შეუცვალოს".

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ივანიშვილს მძიმე დღეები უდგას, ამიტომ  საზოგადოებაში გამოჩენით შეეცდება არა ქვეყანა, არამედ საკუთარი ფინანსები როგორმე გადაარჩინოს. 

ლევან ბეჟაშვილის თქმით, თუ ივანიშვილი საქართველოთი ვაჭრობას გააგრძელებს, მას სერიოზული ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი დაუდგება.

ენმ-ს წევრი იმასაც ამბობს, რომ ივანიშვილისთვის ფაქტობრივი სანქციების დაწესება მხოლოდ დასაწყისია და ის მალე კულმინაციას მიაღწევს.

ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის მხოლოდ პროცესის დასაწყისი. კიდევ უფრო მიაღწევს თავის კულმინაციას და მას სერიოზული ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი დაუდგება, თუ გააგრძელებს საქართველოთი ვაჭრობას თავისი ფულის დასაცავად.  ივანიშვილს მოუწევს საზოგადოებასთან გამოსვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა". - ამბობს ბეჟაშვილი.

ფაქტობრივი სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ დაწყებულია და ამის აღიარება თავად ბიძინა ივანიშვილსა და მის ადვოკატთა ჯგუფს მოუწიათ.

მსგავსი სიახლეები