ანტიდასავლური რიტორიკა, ,,ოცნება" ყაველაშვილების პირით საუბრობს - არმაზ ახვლედიანი
დეპუტატი არმაზ ახვლედიანი მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილის უკან "ქართული ოცნების" ხელწერას ხედავს. დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, მმართველი პარტია ყაველაშვილის პირით საუბრობს და კატასტროფულ ანტიდასავლურ რიტორიკას" ავითარებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ ,,ოცნებამ" მკვეთრად აგამოხატული პრორუსული კურსი აირჩია და თავის მესიჯებს პარტიიდან ფორმალურად წამოსული ტრიოს წევრების მეშვეობით ახმოვანებს.
,,ოცნება" საუბრობს ყაველაშვილების პირით, ეს კატასტროფააა. ეს არის აკატასტროფული ანტიდასავლური რიტორიკა, ეს არის ,,ოცნების" გააზრებული ხაზი. ახლა უკვე არც დასავლეთში აქვთ შეკითხვა ამასთან დაკავშირებით.
ყველა ხვდება, რომ ,,ოცნება" ყალიბდება რეალურ ანტიდასავლურ ძალად. ყველაზე კრიტიკულ მომენტში ქალბატონი დეგნანი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს საქართველოში. მისდამი ასეთი აგდებული დამოკიდებულება ცხადია, არის საუკეთესო გამოხატებულება ,,ოცნების" ამაზრზენი დამოკიდებულებისა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის არჩევანში ,,ოცნება" უპირობოდ ირჩევს რუსეთს"- აცხადებს არმაზ ახვლედიანი, დამოუკიდებელი დეპუტატი.
წერილში, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის სახელით გამოქვეყნდა, დეპუტატი ითხოვს, კელი დეგნანი გიორგი მარგველაშვლს, ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურს და მიხეილ მშვილდაძეს გაემიჯნოს.