ყაველაშვილი 2 წინადადებას ვერ გადააბამს ერთმანეთზე - პაატა მანჯგალაძე

08.07.22 13:45
ყაველაშვილი 2 წინადადებას ვერ გადააბამს ერთმანეთზე - პაატა მანჯგალაძე

სერიოზულად ვინ იფიქრებს, რომ ეს წერილი ყაველაშვილმა დაწერა? 2 წინადადებას ვერ გადააბამს ერთმანეთზე- ასე აფასებს ,,სტარატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, მიხეილ ყაველაშვილის სახელით გავრცელებულ წერილს, რომლის ადრესატიც ამერიკის ელჩია. 

სერიოზულად ვინ ფიქრობს, რომ ყაველაშვილმა დაწერა ეს ტექსტი, ორ წინადადებას ვერ გადააბამს ერთმანეთზე. თუ გნებავთ, აქ რომ დადგება, კითხეთ და გავაკეთოთ მარტივი ტექსტი. 

სამწუხაროდ, ეს ხალხი ჩართულია, ზოგი შეგნებულად, ზოგი, როგორც სასარგებლო იდიოტი, რუსული პროპაგანდის გავრცელებაში - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ყაველაშვილი „ამერიკის იმიჯის დასაცავად“ დეგნანს მოუწოდებს, „პროვოკაციებს“ გაემიჯნოს.

მსგავსი სიახლეები