ყაველაშვილი ,,საკუთარი" ნაწერის გადაწერასაც ვერ შეძლებს - ნიკა მელია

08.07.22 15:27
ყაველაშვილი ,,საკუთარი" ნაწერის გადაწერასაც ვერ შეძლებს -   ნიკა მელია

ამერიკის ელჩის შანტაჟი ივანიშილის ტრიოს სახელით -  ყაველაშვილის ღია წერილის უკან ,,ქართული ოცნების" ხელწერას ხედავს ოპოზიცია.

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ სახელისუფლებო პარტია ყაველაშვილის პირით საუბრობს და საზოგადოებაში ანტიდასავლურ რიტორიკას ავითარებს.

,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას, შეფასებით, ყაველაშვილს თავად არ შეუძლია მსგავსი შინაარსის წერილების წერა და მხოლოდ ,,ოცნების" პოზიციას ახმოვანებს.

მოდი, გულახდილად ვთქვათ. ბატონმა ყაველაშვილმა რაც დაწერა, იმისი თუნდაც გადაწერა შეძლოს, მერე დავიჯერებ, რომ მისი დაწერილია ეს უმსგავსო წერილი კელი დეგნანის მიმართ.

სამარცხვინო, ანტიეროვნული ძალა, რომელიც თავის გადასარჩენად ამაოდ ცდილობს აი, ასეთი ფიგურების გადაადგილებით ფონს გავიდეს. 

ვერ გავა ვერც ერთი ,,ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი ფონს, რადგან პრობლემა თავშია. ეს თავი არის ოლიგარქიული მმართველობა  - აცხადებს ნიკა მელია.

მიხეილ ყაველაშვილის წერილი ამერიკის ელჩს- დღეს ,,ოცნებიდან" წამოსულმა დეპუტატმა კელი დეგნანს მოუწოდა, გაემიჯნოს ,,ნაცმოძრაობის" პროვოკაციებს. 

მსგავსი სიახლეები