მთელი წვეყანა შოკირებულია, შინძო აბე საქართველოს მეგობარი იყო - ზურაბიშვილი

08.07.22 14:59
მთელი წვეყანა შოკირებულია, შინძო აბე საქართველოს მეგობარი იყო - ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

როგორც ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს, შინძო აბე საქართველოს მეგობარი და ძლიერი საერთაშორისო ფიგურა იყო.

"საშინელი ტრაგედია. მთელი საქართველო შოკირებულია. შინძო აბე იყო საქართველოს მეგობარი, მაგრამ ასევე ძლიერი საერთაშორისო ფიგურა. ჩემი ღრმა მწუხარება", - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

ცნობისთვის, დღეს დილით, ქალაქ ნარაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე იაპონიის ყოფილ პრემიერს ესროლეს. ეჭვმიტანილი პოლიციამ ადგილზევე დააკავა, გავრცელებული ცნობით, მას გაქცევა არ უცდია.
 

მსგავსი სიახლეები