გაბუტვებს, ტუჩების აბზუებას თავი დავანებოთ, მობრძანდით და ვისაუბროთ - ცაგარეიშვილი ოპოზიციას

08.07.22 15:27
გაბუტვებს, ტუჩების აბზუებას თავი დავანებოთ, მობრძანდით და ვისაუბროთ - ცაგარეიშვილი ოპოზიციას

      საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი ოპონენტებს ურჩევს "ტუჩების აბზუებას" თავი დაანებონ და მათ სამუშაო ჯგუფში ეპატიჟება.   

ცაგარეიშვილი ოპოზიციას ურჩევს, რომ ერთად გაიარონ ის გზა, რომელიც სტატუსის მისაღებად არის საჭირო.  

მოვუწოდებ კოლეგებს, გაბუტვებს, კუთხეში დადგომას, ტუჩების აბზუებას, თავი დავანებოთ, მობრძანდით და ვისაუბროთ. მესმის, ჩვენი ხილვა არ მოგწონთ, ჩვენც არ გვეხატებით გულზე, მაგრამ ეს ქვეყანა ხომ გვეხატება გულზე?
ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ეს მოსწონს თუ არა, ჩვენ ვართ ხელისუფლებაში 2024 წლამდე, სხვა პროცესი აქ ვერ წარიმართება. ეს პროცესი უნდა იყოს ხელისუფლების მიერ წარმართული“. - ამბობს ცაგარეიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები