საკმაოდ ინტელექტუალური ადამიანია, კალამიც უჭრის- გია ვოლსკი ყოფილ თანაგუნდელს, ყაველაშვილს, იცავს

08.07.22 15:40
საკმაოდ ინტელექტუალური ადამიანია, კალამიც უჭრის- გია ვოლსკი ყოფილ თანაგუნდელს, ყაველაშვილს, იცავს

საკმაოდ ინტელექტუალური ადამიანია, კალამიც უჭრის - პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, ყოფილი თანაგუნდელის, მიხეილ ყაველაშვილის, დაცვა გადაწყვიტა.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი შეეცადა, ოპონენტების შეხედულება გაებათილებინა და განაცხადა, რომ მიხეილ ყაველაშვილს აქვს იმის ინტელექტუალური შესაძლებლობა, მსგავსი შინაარსის წერილი დაწეროს.

იქვე გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ ეს აღნიშნული წერილი მისი პარტიის პოზიციას არ ასახავს. 

ეპისტოლეს დაწერდა თუ არა ყაველაშვილი, მე მინდა, დავარწმუნო ,,ნაცმოძრაობა", თუ სხვა ვინმე, ვინც მსგავს განცხადებებეს აკეთებს, ის საკმაოდ ინტელექტუალური ადამიანია, საკმაოდ უჭრის კალამიც და გონებაც იმისათვის, რათა ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი.

მაგრამ, კიდევ ერთხელ გებნებით, ეს ჩვენი გზა არ არის. ამიტომაც მოხდა ჩვენი გაყოფაც - თქვა გია ვოლსკიმ.

გაემიჯნეთ ,,ნაცმოძრაობის" პროვოკაციებს-  მსგავსი შინაარსის წერილი გაუგზავნა დღეს მიხეილ ყაველაშვილმა ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს.

მსგავსი სიახლეები