საკონსტიტუციო ცვლილებები "ოცნებას“ ვალად აქვს გამოყოლილი - მანჯგალაძე

08.07.22 15:49
საკონსტიტუციო ცვლილებები "ოცნებას“ ვალად აქვს გამოყოლილი - მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება „ქართულ ოცნებას“ ვალად აქვს გამოყოლილი.

მანჯგალაძის განცხადებით, მთავრობა დროს წელავს, სინამდვილეში კი ევროპაში ინტეგრაციას არ აპირებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება „ქართულ ოცნებას“ აქვს ვალად გამოყოლილი, ჯერ კიდე 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე. ვირი და თივის ამბავი ხომ გახსოვთ? ვირი რომ თივას მისდევს და თან გარბის თივა, აი ასე დაგვიკიდეს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩვენ თუ ასეთ იდიოტურ მდგომარეობაში ჩავიყენებთ თავს ვერასდროს ვერ მივაღწევთ იმას, რაც ყველას გვინდა. ევროპელებს ეუბნებიან, ჯერ კარგად მოიქცეს ევროპაო, ოპოზიცია კარგად მოიქცეს და მერე ჩავუსხამთ წყალსო და ამ პროცესში გამოგვყევითო. ეს პროცესი „ქართულ ოცნებას“ სჭირდება დროის გაწელისთვის, სინამდვილეში კი ევროპაში ინტეგრაციას არ აპირებენ“. - თქვა პაატა მანჯგალაძემ.
 

მსგავსი სიახლეები