"ვივამედთან" მყოფ ჟურნალისტებსა და ექსპერტებს უცნობმა პირებმა აგინეს

08.07.22 17:03
"ვივამედთან" მყოფ ჟურნალისტებსა და ექსპერტებს უცნობმა პირებმა აგინეს

თავდასხმა ჟურნალისტებზე და დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტებზე - "ვივამედის" კლინიკიდან გამოსულ ცენტრ "ემპათიას" მედიკოსებს და ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს უცნობმა პირებმა აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

"პირველების" ჟურნალისტის ინფორმაციით, პოლიციამ ერთი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა და ადგილიდან განარიდა. 

ამასთან, "ტვ პირველს" სამართალდამცავებმა დაუდასტურეს, რომ ინცინდენტის ამსახველი კადრები გადაღებული აქვთ, რადგან შემთხვევისას სამხრე კამერები ჩართული ჰქონდათ. 

თუ ჩვენზე ახორციელებენ ასეთ ზემოქმედებას, წარმოიდგინეთ როგორი იქნება სააკაშვილის პატიმრობის პირობები - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

 

მსგავსი სიახლეები