ატალახებული აქვთ პაპუაშვილის კარი, ნუ მაიმუნობენ - ელისაშვილი ოპოზიციაზე
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი ოპოზიციას მოუწოდეს „ოცნებასთან“ ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.
ელისაშვილის თქმით, ახლა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია და „მაიმუნობის“ დრო არ არის.
მშვენივრად დადიან თავისი პირადი ინტერესებისთვის, ატალახებული აქვთ პაპუაშვილის კარი, ხოდა სახელმწიფოს როცა სჭირდება, ნუ მაიმუნობენ. ცოტა სერიოზულად რა. საქართველოს ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი მომენტიო არ გვქონია. ამას მემგონი ვერ ვიაზრებთ. ან ჩვენ გავხდებით ცივილიზირებული სამყაროს ნაწილი ან გადაგვყლაპავს რუსეთი“. - თქვა ალექსანდრე ელისაშვილმა.