54 ტონა ნავთობი ოკუპანტი ქვეყნიდან - საქართველომ რუსული საწვავის მოხმარება გაზარდა
საქართველომ რუსული საწვავის მოხმარება გაზარდა. ოკუპანტი ქვეყნიდან მხოლოდ მაისში რეკორდული რაოდენობის, თითქმის 54 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა. ასეთი რამ 2010 წლიდან მოყოლებული არ მომხდარა და არც ერთ თვეში ამ რაოდენობის ნავთობპროდუქტი რუსეთიდან არ შემოსულა.
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენზინგასამართის ქსელის, "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი ამბობს, რომ იაფი საწვავის შემოტანაზე რამდენიმე ქვეყანასთან მუშაობენ, თუმცა არაა გამორიცხული რუსეთი საქართველოსთვის მთავარი ნავთობ იმპორტიორი გახდეს.
არამარტო რუსეთთან. ჩვენ ვართ ბიზნესმენები და ნებისმიერ ქვეყანასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. სადაც უნდა იაფი იქნება საწვავი, თუ ნებისმიერი პროდუქტი იქიდან შემოვიტანთ“.- ამბობს ფხაკაძე.
მანამდე ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი ამბობდა, რომ ცდილობდნენ ეპოვათ ისეთი წყარო, რომელიც უფრო იაფი იქნებოდა, ვიდრე ევროპული საწვავი.