წერილი სავსე იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით - ამერიკის ელჩი მიხეილ ყაველაშვილს პასუხობს

08.07.22 20:05
წერილი სავსე იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით - ამერიკის ელჩი მიხეილ ყაველაშვილს პასუხობს

წერილი სავსე იყო ტყუილებითა და კონსპირაციის თეორიებით, ბოლომდე ვერ წავიკითხე - ასე პასუხობს საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი, ,,ოცნებისდან" წამოსული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის, წერილს.

კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ მხარს უჭერს არა რომელიმე პარტიას, არამედ, საქართველოს ხალხს.

წერილი რომელიც სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით ბოლომდე ვერ წავიკითხე. ავტორი ალბათ ვერ ხედავს, რომ  აშშ მუშაობს და მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას არამედ საქართველოს ხალხს.

ძალიან საშიშია, როცა ხდება კონსტიტუციური ინსტიტუტების ძირის გამოთხრა და შესუსტება. არ ვიცი, რამდენჯერ შეიძლება გავიმეორო, რომ ტყუილია, თითქოს აშს ომისკენ მიჰყავს საქართველო.

აშშ-ს არ უნდა ომი და აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ დასრულდეს ეს ომი. ყოფილი ,,ქართული ოცნების" წევრის ნარატივი პარტიის წევრების ნარატივის ემთხვევა. ჩემი შეკითხვა იქნება, რა არის ამ ყველაფრის მოტივი - წერს კელი დეგნანი

მიხეილ ყაველაშვილმა დღეს კელი დეგნანს წერილი გაუგზავნა, სადაც ელჩს მოუწოდებს, არ აჰყვეს ,,ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციებს. 

მსგავსი სიახლეები