ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ სკანდალში ეხვევა - პრემიერის მამას ზეწოლაში ამხელენ
ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ სკანდალში ეხვევა - პრემიერის მამას ზეწოლაში ამხელენ.
ხათუნა გონაშვილი დედოფლისწყაროს საკრებულოს აპარატში შექმნილ უსამართლობაზე ხმამაღლა და საჯაროდ ალაპარაკდა.
საჯარო მოხელე ამტკიცებს, რომ პრემიერის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის მრავალი მცდელობის შედეგად, ის იძულებილი გახდა სამსახურიდან წამოსულიყო.
როგორც გონაშვილი ყვება, ის საკრებულოში წლების განმავლობაში რამდენჯერმე ჩამოაქვეითეს.
„2018 წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვიკავებდი აპარატის უფროსის თანამდებობას და 2018 წლის ბოლოს მოითხოვეს რომ დამეთმო ეს თანამდებობა და შემომტავაზეს უფრო დაბალი რანგის თანამდებობა. ჩაატარეს კონკურსი, რომლის შედეგები წინასწარ იყო ცნობილი. დასაწინაურებელმა პირისთვის, რომელიც სარგებლობდა ტარიელ ღარიბაშვილის მხარდაჭერით 2 თვით ადრე იყო ცნობილი, რომ ის გადავიდოდა ახალ სამსახურში. მთავარი არის გყავდეს მფარველი. გიჭერდეთ „ქართული ოცნება“მხარს და შესაბამის მიიღებ სამსახურს და მაღალ თანამდებობას. კვალიფიკაციას არ აქვს მნიშვნელობა. ვინაიდან ხელფასი იყო ჩემი ოჯახის ერთადერთი წყარო, მე დავთანხმდი ამ მასკარადში მონაწილეობის მიღება“. - ამბობს ხათუნა გონაშვილი.
ხათუნა გონაშვილი პირს, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა, ყალბი დიპლომის შესაძლო გამოყენებაში ამხელს. როგორც აღინიშნა სამართლებრივი უწყება ამ საკითხს სწავლობს.
„დასაწინაურებელი პირი, ნინო იაკობაშვილი, რომელიც ისევ ტარიელ ღარიბაშვილის მფარველობის ქვეშ არის, ჩემს მიერ მხილებულ იქნა შესაძლო ყალბი დიპლომის გამოყენებაში. მე მისი დიპლომის ასლი მივაწოდე საგამოძიებო უწყებებს, თუმცა დიპლომის გამცემი ორგანო, ანუ თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი დღეს აღარ არის მოქმედი, შესაბამისად შესაბამისმა ორგანოებმა ვერ ამოიღეს დოკუმენტაცია“. - ამბობს გონაშვილი.
გონაშვილის თქმით, ის სამსახურში განსაკუთრებულ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას გრძნობდა აპარატის უფროსის მხრიდანაც და ეს უყურადღებოდ არ დარჩენილა თავმჯდომარის ნუგზარ პაპიაშვილის მხრიდან. მისი თქმით, მან რამდენჯერმე მიმართა აპარატის უფროსს, რომ მსგავსი ქმედებები არ განმეორებულიყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა პაპიაშვილს არ შეუძლია რაიმე ზომების მიღება, რადგან საკრებულოში, არაფორმალურად, ყველანაირ გადაწყვეტილებას ტარიელ ღარიბაშვილი იღებს.