არ უნდა მოაწყო ცემა-ტყეპა ამერიკის საელჩოში და არ უნდა მისწერო ასეთი სულელური წერილები ელჩს - ფოფხაძე

09.07.22 13:55
არ უნდა მოაწყო ცემა-ტყეპა ამერიკის საელჩოში და არ უნდა მისწერო ასეთი სულელური წერილები ელჩს - ფოფხაძე

დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მიმართ აშშ-ს ელჩის პასუხს გედევან ფოფხაძე ეხმიანება.

პარლამენტის ყოფილმა დეპუტატის თქმით, როდესაც შენი ქვეყნის წინსვლა გინდა, მაშინ ასეთი სულელური წერილები ამერიკის ელჩს  არ უნდა მიწერო.

თუ მშვიდობა გინდა შენი ხალხისთვის, კეთილდღეობა გინდა და წინსვლა გინდა, მაშინ ვინც პოლიტიკურ დღის წესრიგს ვინც ქმნის მსოფლიოში იმათ არ უნდა აგინო. ელემენტარული დიპლომატიის სტანდარტები უნდა დაიცვა. არ უნდა მოაწყო ცემა-ტყეპა ამერიკის საელჩოში, არ უნდა მიწერო სულელური წერილები ამერიკის ელჩს და არ უნდა აგინო მიმიტინგეებს, როდესაც ისინი შენს ოფისთან ატარებენ მიტინგს. მაგრამ, როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ საერთოდ გასულია მომსახურების ზონიდან. ჩვენ გვაქვს საქმე პოლიტიკურ ძალასტა, რომელიც არ არის ადეკვატური არაფერში და მემგონი კელი დეგნანის პასუხი იყო ადეკვატური, როდესაც მან წერილი ბოლომდეც არ ჩაიკითხა“. - ამბობს გედევან ფოფხაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ღია წერილით გუშინ მიმართა.

მოგვიანებით, წერილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავად აშშ-ის ელჩმა. დეგნანის თქმით, წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე.


 

     

მსგავსი სიახლეები