ყაველაშვილის წერილი არ იმსახურებდა შეფასებას, რომ ის ბოლომდე წასაკითხად არ ღირდა - სარჯველაძე
"ქართული ოცნების" წევრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გამოიწვია აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის "გაღიზიანება" დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის წერილმა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ყაველაშვილის წერილი არ იმსახურებდა შეფასებას, რომ ბოლომდე მისი წაკითხვა არ ღირდა.
არ ვიცი, ქალბატონმა ელჩმა რატომ აღიქვა ეს ყველაფერი ისე, როგორც კრიტიკის საგნად გახდომის აუცილებლობა ბატონი ყაველაშვილის განცხადების. პარლამენტის დეპუტატი, რომელიც თვლის, რომ კითხვები, რომელსაც ის ცდილობს, რომ საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანოს, ამ კითხვებით მიმართოს კონკრეტულ ადრესატებს, რატომ უნდა იწვევდეს ამ შემთხვევაში გაღიზიანებას ვინმეს მხრიდან, ეს დამაფიქრებელია...
მწვავე საკითხები წამოჭრა არ ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში მიშა ყაველაშვილის ეს წერილი იმსახურებს ისეთ შეფასებას, რომ ბოლომდე წასაკითხად არ ღირდა და ა.შ.“ - თქვა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. წერილში ის ამბობდა, რომ ვერავითარი "რუსული რბილი ძალა" ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც ელჩის განცხადებები თუ დუმილი. ყაველაშვილს აშშ-ის ელჩი გამოეხმაურა და თქვა, რომ წერილი სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულების თეორიებით.