"ოცნების" ხელისუფლება აშშ-სთან ღია ომშია ჩართული - გიგა ბოკერია
დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მიმართ აშშ-ს ელჩის პასუხს ოპოზიცია ეხმაურება.
გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აშშ-სთან ღია ომშია ჩართული.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი იმასაც აღნიშნავს, რომ, თუ „ქართულ ოცნებას“ მშვიდობიანად არ ჩამოვიცილებთ, მაშინ თავისუფლების სამშვიდობოზე ვერ გავაღწევთ.
ჩვენ გვყავს დღეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც იმის მაგივრად რომ მუშაობდეს საქართველოს უსაფრთხოების გამყარებაზე, და ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნას, აშშ-ს უსაბუთებდეს საქართველოს მნიშვნელობას, არის ღია ომში და დაპირისპირებაში.
ივანიშვილი და მისი გარემოცვა და ჩვენი თავისუფლება და ევროპული მომავალი არის შეუთავსებელი. ეს თუ არ მოვიცილეთ მშვიდობიანად, ჩვენ ამის შანსი ისტორიულ ეტაპზე არ გვექნება, რომ გავაღწიოთ თავისუფლების სამშვიდობოზე“. - ამბობს გიგა ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ღია წერილით გუშინ მიმართა.
მოგვიანებით, წერილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავად აშშ-ის ელჩმა. დეგნანის თქმით, წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე.