საქართველოში მედია გარემო ბოლო დროს დამატებითი სტრესის ქვეშ არის მოქცეული - კარლ ჰარცელი
გვიჩნდება განცდა, რომ საქართველოში მედია გარემო ბოლო დროს დამატებითი სტრესის ქვეშ არის მოქცეული - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ასევე, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ სახალხო დამცველის მიერ გამოთქმული საკმაოდ კრიტიკული აზრი ამ (ნიკა გვარამიას) საქმის განაჩენის შესახებ. გარკვეულწილად, ეს ევროკომისიის მიერ დადგენილ პრიორიტეტებშიც არის მოცემული"- თქვა მან.