არ გააჩნდა არაფერი, ახლა მილიონერია - აღმოჩენილია შინაგან საქმეთა მინისტრის გადამალული ქონება
აღმოჩენილია შინაგან საქმეთა მინისტრის გადამალული ქონება - "ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ბიზნესები და სახლები ვახტანგ გომელაურმა პირადი მცველის, გიორგი მელაძის სახელზე გადააფორმა.
"შაბათის ეთერისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, რესტორანი, "მცხეთა ცენტრალს" გომელაური წლების განმავლობაში ფიქტიურად ფლობდა. ქონება მინისტრობის დროს იყიდა, თუმცა მინიმუმ ნახევარი მილიონი აქტივი რომ გადაემალა ის პირად მცველზე გადააფორმა.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლამდე გიორგი მელაძე, ვარკეთილის დასახლებაში 27 კვადრატულ მეტრ ერთ ოთახიან ბინას ფლობდა, თუმცა გომალაურის სუს-ის უფროსობის პერიოდში მის სახელზე მილიონზე მეტის ქონება გადაფორმდა. ყველაფერი სესხის გარეშე, ნაღდი ანგარიშსწორებით არის ნაყიდი.
ამასთან, 2016 წლის აპრილში შინაგან საქმეთა მინისტრის პირადი მცველის სახელზე, გადაფორმდა 331 კვადრატული მეტრი რეზიდენცია, გორგასლის გამზირზე ახლადაშენებულ კორპუსში.
ფორმალურად პირადი მცველის გამდიდრების ისტორია ამით არ სრულდება. "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიების დროს, "ტვ პირველმა" გომალაურის პირადი მცველის სახელზე გაფორმებული მინიმუმ ორ მილიონზე მეტის ქონება აღმოაჩინა. ნაწილი ისევ მათ მფლობელობაშია ნაწილი კი გაყიდეს.
ვახტანგ გომელაურის პირადი მცველის 5 %-იანი წილი აღმოჩნდა "ლილოს მოლის" ტერიტორიაზე მდებარე შპს „ თეგაშიც“. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, გიორგი მელაძე ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთ ყველაზე ელიტურ კორპუსში, ორი მიწისქვეშა ავტოფარეხს ფლობს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ახლო გარემოცვის მიერ მოწოდებული სქემით დგინდება, რა გზით მალავს ქონებას გომელაური - გიორგი მელაძე გომელაურის ნათესავი და პირადი მცველია - მის სახელზე ქონების ერთ ნაწილია გადამალული, გიორგი მელაძის მეუღლეა ქეთევან ომარაშვილი, ომარაშვილის ძმა ნიკა ომარაშვილი - ქონების მეორე ნაწილს გომელუარი მის სახელზე მალავს.
მაგალითად, ტაბახმელაში გომალაურების ფეშენებელური სახლის გვერდით მდებარე ტერიტორია ნიკა ომარაშვილის სახელზეა გაფორმებული.