შედგება თუ არა ევროპული ერთობა - რა პოზიცია აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს

10.07.22 13:35
შედგება თუ არა ევროპული ერთობა - რა პოზიცია აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს

შედგება თუ არა ევროპული ერთობა - "ლელო" ევროპელი დიპლომატის, კარლ ჰარცელის მოწოდებას კონკრეტული პირობით უერთდება. პარტიაში ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე მზადყოფნას იმ შემთხვევაში აცხადებენ, თუკი  შარლ მიშელის დოკუმენტი ამოქმედდება. 

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ვიმუშავოთ კონკრეტულ საკითხებზე, რასაც გულისხმობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება. რისი თქმა მინდა მე: თუ "ქართული ოცნება" მზად არის, როგორც ელჩმა მოუწოდა მათ, რომ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების გატარება დაიწყოს დამოუკიდებლად და დაუყოვნებლივ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ ამ რეფორმების გატარებაში მონაწილეობა მივიღოთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ელჩის განცხადება ჩვენ უნდა წავიკითხოთ მთლიანად, როდესაც ის ერთის მხრივ, მოუწოდებს "ქართულ ოცნებას" გადადგას რეალური ნაბიჯები და რეალური ნაბიჯების გარშემო თანამშღომლებისთვის ჩენ ყოველთვის მზად ვართ, - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

განსხვავებული მოსაზრება აქვს "სტრატეგია აღმაშენებელს". პარტიის წევრები მოლპარაკებების მნიშნელობას ხაზს უსვამენ, თუმცა კონკრეტულ დათქმებზე საუბრობენ. 

ზუსტად ამას აკეთებს "სტრატეგია აღმაშნეებელი", სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც, დიახაც, მივდივართ ამ კომპრომისზე, რომ თუნდაც რუსულ და პუტინისტურ დაჯგუფებას ვესაუბროთ და ამისთის შეგვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, როგორიც არის რიგგარეშე სესია, როგორიც არის იმ საკითხების მიღება, რომელიც უკვე გავლილია და რომელზეც "ქართულ ოცნებასაც" კი თანხმობა აქვს ნათქვამი და ეს იქნება ზუსტად ტესტი, მაგალითი პოლიტიკური ნების გამოვლენის. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ეს რეკომენდაციები, ოპოზიცია ამას ვერ შეასრულებს, ხელისუფლებას აქვს უმრავლესობა, - ამბობს სერგო ჩიხლაძე. 

"ვეროპული საქართველო" კი ხ"ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლის აუცილებლობაზე საუბრობს. 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა საქართელოში, კარლ ჰარცელმა ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდა, პირადი ინტერესები გვერდზე გადადონ და მომდევნო პერიოდი ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად გამოიყენონ. 

ამერიკის ხმისთის მიცემულ ინტერვიუშ ევროპულმა დიპლომატმა ასევე, საქართელოშ არსებულ მედიაგარემოზე და პოლიტპატიმებზეც ისაუბრა და ხელისუფლებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს, რათა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ევროპას კითხვები აღარ უჩნდებოდეს. 

 

 

მსგავსი სიახლეები