ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც რიგგარეშე სხდომაზე აპელირებენ, თვალთმაქცები არიან - წილოსანი

10.07.22 17:32
ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც რიგგარეშე სხდომაზე აპელირებენ, თვალთმაქცები არიან - წილოსანი

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი იმ ოპოზიცონერ დეპუტატებს, რომლებიც ზაფხულში საგანგებო რეჟიმში მუშაობას ითხოვენ, თალთმაქცებს უწოდებს. საუბარია იმ სამუშაოზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის კანდიდატის მისაღებად უნდა გაწიოს.

სახელისუფლების გუნდის წევრის თქმით, რიგგარეშე სხდომა მეტ რადიკალიზაციას და პოლარიზაცაის გამოიწვევს. 

ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი ნაბიჯი იქნა გადადგმული ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ვთვლიდით, რომ აქამდეც გვეკუთვნოდა. ის 6 თვიანია პერიოდი, რომელც მოცემულია, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული, ეს 12 რეკომენდაციის შესრულებაა თუ დამატებითი წინაპირობები, რომელსაც ჩვენ დავდებთ და რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გარანტია იმისა, რომ გარკვეულწილად, ჩვენმა პარტნიორებმა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ჩათვალონ საჭიროდ, საქართელო რაც შეიძლება დროულად მიიღონ კანდიდატის სტატუსით. აი, ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც რიგგარეშე სხდომაზე აპელირებენ, ვფიქრობ, რომ საკმაოდ თვალთმაქცი ხალხია, იმიტომ, რომ თუ მათ რეალურად რეკომენდაციებზე მუშაობა სურთ, ამისთვის არის შესაბამისი სამუშაო ფორმატები და არა საყვირალი ფორმატები, რომელიც მათ რეალურად აწყობთ და რიგგარეშე სხდომა ერთადერთი იქნება, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზაციის და პოლრაიზაციის გაღრმავების საფუძველი მათი მხრიდან, ხაზს ვუსვამ, იმიტომ, რომ ჩვენი მხრიდან არანაირი სურვილი არ არის ამის და მკაფიოდ იყო გაცხადებული, რომ ნებისმიერ სამუშაო ფორმატშ მზად ვართ მათთან ერთად და სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დავსხდეთ და ვიმუშავოთ საერთო ინტერესებისთვის, - თქვა წილოსანმა.

მსგავსი სიახლეები