დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ივანიშვილი ოლიგარქია - მარკეტა გრეგოროვა
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა "ინტერპრესნიუსთან" ადასტურებს, რომ ევროკავშირის მოწოდება დეოლიოგარქიზაციასთან დაკავშირებით სწორედ ბიძინა ივანიშვილთან არის კავშირში. ევროდეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ ცნება "ოლიგარქში" ივანიშვილიც მოიაზრება, თუმცა დეოლიგარქიზაციის სისტემის შექმნის შემთხვევაში, მის შელახვას ვერავინ შეძლებს.
ეს [დეოლიგარქიზაციისკენ მოწოდება] ორგვარად შეგვიძლია გავიგოთ. ევროპარლამენტისგან ეს გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენ უკვე ვახსენეთ ივანიშვილი ერთ-ერთ რეზოლუციაში - დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის არის ოლიგარქი და ეს მას ეხება, თუმცა ჩვენ როგორც ევროკავშირი - კომისია, საბჭო და პარლამენტი ვგულისხმობთ დეოლიგარქიზაციაში სისტემის შექმნას, რომლის შელახვასაც კონკრეტული პირები ვერ შეძლებენ და საკუთარი სარგებლობისთვის ვერ გამოიყენებენ. საბოლოო ჯამში, უკვე მნიშვნელობა არ აქვს ეს ივანიშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, რადგან თუ სისტემა სათანადოდ იქნება შემუშავებული, ისინი ვერ შეძლებენ მის შელახვას და სწორედ ეს არის საკვანძო ნაწილი,- განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.