სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ჯანდაცვის სამინისტრო პასუხისმგებლობას იხსნის - თამარ გაბუნიას კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საკითხზე პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, ამჟამად უცხოელი ექსპერტების ჩართვაზე სამინისტროს მოთხოვნა არ მიუღია.
ამ ეტაპზე იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად მართავს, ასევე კლინიკა სადაც იმყოფება პაციენტი. კლინიცისტების მობილიზება შეუძლია ჯანდაცვის დეპარტამენტს იუსტიციის სამინისტროს საშუალებით, ასე რომ კლინიცისტების ნაწილში აბსოლუტურად შეუზღუდავი შესაძლებლობაა. ჯანდაცვის სამინისტრომ უცხოელი ექსპერტების ქვეყანაში შემოსვლასა და მათთვის დროებითი სერტიფიკატის გაცემაზე თანხმობა გასცა, როდესაც ამის მოთხოვნა იყო"- აცხადებს გაბუნია.
მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო კვლევებში უცხოელი ექსპერტების ჩართვის შესაძლებლობაზე ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ისაუბრა