"ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ რუსული სისხლის მანქანის მომმარაგებლები" - ხოშტარიას მიმართვა ხელისუფლებას

11.07.22 13:40
"ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ რუსული სისხლის მანქანის მომმარაგებლები" - ხოშტარიას მიმართვა ხელისუფლებას

"გამოიყენეთ შესაძლებლობა, რომ ქართული პორტები შტატებმა წითელ ზონაში არ შეიყვანოს" - ელენე ხოშტარია  საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. "დროას" ლიდერი მზადაა აღნიშნულ თემაზე კონსულტაციები პარტნიორებთან თავადაც გამართოს.

საქმე ეხება ამერიკის ორი უწყების განცხადებას, სადაც ჩაიწერა, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება და პროდუქტი საეჭვო დერეფნით რუსეთსა და ბელორუსში გადის.

ეს არის წარმოუდგენლად სკანდალური  ინფორმაცია. პირველად ოფიციალურ უმაღლეს დონეზე ამერიკამ უმაღლესი მნიშვნელობის დოკუმენტში საუბრობს, რომ საქარტველო გამოიყენება, კეროდ, საზღვაო გზა საქართველოსი გამოიყენება სანქციების თავიდან არიდების მიზნით, ამიტომ ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია, ვაპირებთ 22 პუნტქზე ძალიან მჭიდრო კონტროლი განვახორციელოთ, ყველა მი ტრანზაქციის თუ გარიგების მიმართულებით, რცა აქ არის ჩამოთვლილი. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ არ ვიყოთ რუსული სისხლის მანქანის მომმარაგებლები და დაისაჯოს ამისთვის ოლიგარქი და ოლიგარქიული საცეცები, კონკრეტულად ისინი, ვინც კრემლტან კავშირში არიან მხილებულები, - განაცხადა ხოშტარიამ. 

მსგავსი სიახლეები