ე.წ. პიჯაკების საქმე - მიხეილ სააკაშვილის პროცესი გადაიდო
ე.წ. პიჯაკების საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზი მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა პენიტენციური დაწესებულებიდან და კლინიკა "ვივამედიდან" გამოგზავნილი წერილები წაიკითხა. კილინაში აცხადებენ, რომ პაციენტი თავს სუსტად გრძნობს და არ შეუძლია სხდომას დაესწროს.
მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი პირველ აგვისტომდე გადაიდო