მიხეილ სააკაშვილის გარეთ ყოფნა ჩემს მიზანსაც შეადგენს - იაგო ხვიჩია

11.07.22 13:19
მიხეილ სააკაშვილის გარეთ ყოფნა ჩემს მიზანსაც შეადგენს - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია "ტვ პირველთან" ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეკითხვები აქვს.  პირველ რიგში პოლიტიკოსს აინტერესებს, როგორ უყურებს მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. 

ვფიქრობ, რომ ჩვენი ინტერესები ახლა თანხვედრაშია იმ თვალსაზრისით, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეთ ყოფნა ჩემს მიზანსაც შეადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი ჩვენი ევროპასთან ინტეგრაციის. მინდა, მიხეილ სააკაშვილისგან გავიგო, მას როგორ ამ პოლარიზაციის დასრულება, რომელიც ერთ-ერთი პირობაა. 

ამავდროულად, პოლიტიკური პროცესების შესახებაც მინდა დაველაპარაკო, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის სახელი და ზოგადად, ნაციონალური მოძრაობის ქმედებები "ქართული ოცნების" მიერ არის გამოყენებული პოლიტიკური პროცესის მოსაკლავად. 

პოლიტიკური პროცესი კი აუცილებელია, იმისთვისაც, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემაც გადაწყდეს. სხვა პოლიტიკოსების პრობლემაც გადაწყდეს და ამ ქვეყნაშიც რამე შეიცვალოს"- თქვა ხვიჩიამ. 

მსგავსი სიახლეები