ემიჯნებიან საქართველოს ევროპულ მომავალს - პაპუაშვილი ოპოზიციაზე

11.07.22 15:11
ემიჯნებიან საქართველოს ევროპულ მომავალს  - პაპუაშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის თავმჯდომარე  იმ დიდ ოპოზიციურ პარტიებს აკრიტიკებს, რომლებმაც კონსულტაციებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. საუბარია პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმაზე მსჯელობს. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, ის, ვინც აღნიშნულ პროცესში ჩართვაზე უარს აცხადებს, საქართველოს ევროპულ მომავალს ემიჯნება.

რაღაცა მოცემულობა არის ასეთი, ამტკიცებს, მაგალითად, ერთი მხარე, მაგრამ რის საფუძველზე ამტკიცებს ამას, რა არის არგუმენტი? რა არის ამისი დასაბუთება, ამას სჭირდება სწორედ წარმოდგენა. სწორედ ეს არის მიზანი, რომ გავცვალოთ მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით, დავსვათ დიაგნოზი და ამის შემდეგ უკვე გადავიდეთ უკვე შემდეგ ნაწილზე. დღეს გავცვლით ამ მოსაზრებებს. პარტია „მოქალაქეებს“ წარმოდგენილი აქვთ უკვე წერილობით ეს დოკუმენტი, „ქართული ოცნებაც“ წარადგენს დღეს. ვნახოთ, სხვები თუ მოიტანენ... დღეს ვინც ამ პროცესს ემიჯნება, ემიჯნება საქართველოს ევროპულ მომავალს, - თქვა პაპუაშვილმა. 

კონსულტაციები საკანონმდებლო ორგანოში - ოპოზიციის ნაწილი ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სასამართლო რეფორმაზე მსჯელობენ.

სასამართლოს რეფორმების ჯგუფის შეხვედრა არასამთვრობოების  და ომბუდსმენის გარეშე ტარდება, სამაგიეროდ, კონსულტაციებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ესწრება.

შეხვედრას არ ესწრებიან დიდი ოპოზიციური პარტიები. ისინი "ქართულ ოცნებას" უნდობლობას უცხადებენ. 

ის ოპოზიციური პარტიებიც კი, რომლებიც შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას ესწრებიან, აღიარებენ, რომ სასამართლოს გავლენიანი ჯგუფი მართავს. ამის მიუხედავად, მათი თქმით, ევროინტერგრაციის პროცესში წვრილმანი ცვლილებებიც მნიშვნელოვანია. 

მსგავსი სიახლეები