კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში და ფულის გამოძალვა „ობშიაკისთვის“ - იუსტიციის მინისტრის მოადგილე თავის მართლების რეჟიმშია

11.07.22 15:29
კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში და ფულის გამოძალვა „ობშიაკისთვის“ - იუსტიციის მინისტრის მოადგილე თავის მართლების რეჟიმშია

არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის უმწვავესი დასკვნის გასაჯაროების შემდეგ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თავის მართლების რეჟიმშია. 

თორნიკე ჭეიშვილი ირწმუნება, რომ ციხეებში კრიმინალური სუბკულტურა არ არსებობს. მისივე მტკიცებით, პატიმრები პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ იმყოფებიან. რაც შეეხება გარემონტებულ საკნებს, მინისტრის მოადგილე ამ შემთხვევაში აცხადებს, რომ კონკრეტულ პატიმრებს აქვთ გარკვეული თანხის დახარჯვის უფლება და შეუძლიათ, საკანი თავად გაარემონტონ. 

ცალკეული ინცინდენტებით ჩვენ არ უნდა ვიმსჯელოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ სისტემური პრობლემაა ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის არსებობა. პენიტენციურ სისტემაში ვერ იქნება და არც არის „ობშჩიაკი", რადგან ფულადი თანხა, მატერიალური სახით, პატიმარს არ აქვს. არავითარი კონდინციონერი და გაგრილების სისტემა ინდივიდუალურად, ექსკლუზიურად, რომელიმე საკანში სისტემაში არ არის. 

პატიმარს შეუძლია, მაღაზიაში შეიძინოს გარკვეული ნივთი, მასალა, რომლითაც თავად კეთილმოაწყობს საკანს. შეიძლება, შეიძინოს მაცივარი, ტელევიზორი. სხვა პატიმარს კი შეიძლება ამის საშუალება არ აქვს"- აცხადებს ჭეიშვილი. 


არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი წერს, რომ არაერთმა პატიმარმა დაუდასტურა დელეგაციას იერარქიის არსებობა და ფულის შეგროვება პატიმართა უკანონო ფონდისთვის, „ობშჩიაკისთვის“. 

ამასთან, ორგანიზაცია პირდაპირ წერს, რომ ციხეებში (მაგრამ ძირითადად რუსთავში) იყო აშკარა განსხვავება საკნების პირობებს შორის: მაშინ როცა პატიმართა უმეტესობას უწევდა ცხოვრება ვიწრო და საკმაოდ შელახულ საცხოვრებელში, ზოგიერთი პატიმარი (სავარაუდოდ, ისინი, ვინც პატიმართა იერარქიაში უფრო მაღალ წოდებებს.

 დელეგაცია შეშფოთებულია პატიმართა არაფორმალური იერარქიის არსებობის აშკარა ნიშნების აღმოჩენით.

დელეგაცია შეშფოთებული იყო პატიმართა არაფორმალური იერარქიის არსებობის აშკარა ნიშნების აღმოჩენით, როგორიცაა ტიპიური სიმბოლოები, რომლებიც განთავსებული იყო საკნების კარის ზემოთ და საკნის კედლებზე (განსაკუთრებით №17 საპყრობილეში). გარდა ამისა, ყველა ციხეში (მაგრამ ძირითადად რუსთავში) იყო აშკარა განსხვავება საკნების პირობებს შორის: მაშინ როცა პატიმართა უმეტესობას უწევდა ცხოვრება ვიწრო და საკმაოდ შელახულ საცხოვრებელში, ზოგიერთი პატიმარი (სავარაუდოდ, ისინი, ვინც პატიმართა იერარქიაში უფრო მაღალ წოდებებს იკავებენ) სარგებლობდნენ შედარებით კომფორტული პირობებით, მეტი საცხოვრებელი ფართით, გარემონტებული საკნებით და ბევრი არასტანდარტული აღჭურვილობით (დიდი ტელევიზორები, DVD-ები, hi-fi ანძები, კონდიციონერები, სამზარეულოს კუთხეები და ა.შ.. არაერთმა პატიმარმა დაუდასტურა დელეგაციას იერარქიის არსებობა და ფულის შეგროვება (უფრო სწორად გამოძალვა) პატიმრებისგან, (მაგრამ უფრო ხშირად მათი ოჯახებისგან) პატიმართა უკანონო ფონდისთვის („ობშჩიაკი“) “, - აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები