სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა დაუშვებელია - იაგო ხვიჩია

11.07.22 15:41
სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა დაუშვებელია - იაგო ხვიჩია

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, მისი გადაყვანა ციხეში დაუშვებელია - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ,,ვივამედიდან" გამოსულმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

,,გირჩის" ლიდერი მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ დარწმუნდა, რომ სააკაშვილის მკურნალობა და რეაბილიტაცია უცხოეთში აუცილებელია.

იაგო ხვიჩია აღნიშნული შეხვედრით კმაყოფილია, მისი თქმით, რადგან როგორც იქნა, მოახერხა და გაიცნო მიხეილ სააკაშვილი; ასევე, მოისმინა მისი შეფასება, დარმუნდა იმ საკითხში, რომ მიხეილ სააკაშვილი ,,გირჩს" მმართველი პარტიის დანამატად არ თვლის; შეხვედრის დროს ჰქონდათ თანხვედრა პოლიტიკურ საკითხებშიც.

ვუთხარი, რომ ვერ წარმომიდგენია, თქვენ ციხეში იჯდეთ და ევროკავშირის მოთხოვნა შესრულდეს. ასევე, მას არ მიაჩნია სარწმუნოდ ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი პარტია ,,ქართული ოცნების" თამაშს თამაშობს და რომ ჩვენ მოგზავნილები ვართ.

მე შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ჩვენი გეგმის განსახორციელებლად, რაც საზღვარგარეთ სააკაშვილის გადაყვანას შეეხება. მოგეხსენებათ, ამას მისი დაკავების დღიდან ვამბობდით. ეს ნაწილი მნიშვნელოვანია, რადგან მისი ციხეში ყოფნა საქართველოს ევროკავშირში მიღებას ეწინააღმდეგება.

მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია დასაბრუნებელი. - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები