შტურმი ამერიკის ელჩზე - "პირველების" ინფორმაციით, "ტრიოს" ახალი წევრები თბილისში კონსულტაციებს მართავენ

11.07.22 17:24
შტურმი ამერიკის ელჩზე - "პირველების" ინფორმაციით, "ტრიოს" ახალი წევრები თბილისში კონსულტაციებს მართავენ

ბიძინა ივანიშვილის ახალი პოლიტიკური თამაშის მონაწილეები სცენაზე გამოდიან - "პირველების" ინფორმაციით, იმიტირებული ამბოხის ფიგურანტებმა დღეს თბილისში საგანგებო შეხვედრა გამართეს. ოთხივე მათგანი, ჭიათურის, ლაგოდეხის, თერჯოლისა და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, დედაქალაქში ერთიანი მესიჯ ბოქსის შესათახმებლად ჩამოიყვანეს.  

დემარშით წამოსული ჩინოვნიკები ერთხმაში ჰყვებიან, რომ არ მოსწონთ კელი დეგნანი,  შეურაცხყოფილი არიან მისი რიტორიკით და მიხეილ  ყაველაშვილის უპატივცემლობით.

როცა პარლამენტარებმა გადადგეს გარკვეული ნაბიჯი, მაშინ გამიჩნდა ეს განცდა, რომ საჭირო იყო ანალოგიური ნაბიჯის გადადგმა. მაგრამ მაშინ, ასე რომ ვთქვათ, კიდევ შევიკავეთ თავი. 

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა ქალბატონი ელჩის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც ჩვენი პარლამენტარის ღია წერილზე განაცხადა, რომ ბოლომდე არ წაუკითხავს. - განაცხადა ,,ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა წევრმა ლაგოდეხიდან, გიორგი ღამბაშიძემ.

,,ტვ პირველის" ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების" დემარშით დატოვების შემდეგ დღეს საკრებულოს თავმჯდომარის ოთხივე ყოფილმა მოადგილეემ დღეს შეხვედრა გამართა ყაველაშვილ-ხუნდაძე-სუბარის ტრიოსთან და ერთიანი პოზიციაც შეათანხმა. 

მსგავსი სიახლეები