ეს იყო დისკრიმინაციული მოპყრობა - გიგი გიგიაძის საქმეზე სახალხო დამცველმა დასკვნა გამოქვეყნა

11.07.22 18:57
ეს იყო დისკრიმინაციული მოპყრობა -  გიგი გიგიაძის საქმეზე სახალხო დამცველმა დასკვნა გამოქვეყნა

სახალხო დამცველმა გიგი გიგიაძის საქმეზე დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა. ომბუდსმენს უმაღლესი რანგის დიპლომატის უფლების დაცვის მოთხოვნით ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მიმართა. 

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გიგი გიგიაძისთვის დიპლომატიური სამსახურის ვადის გაგრძელებაზე უარი და ასევე, არსებულ ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განუხილველობა, განსხვავებული მოსაზრების გამოთქმის გამო მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას წარმოადგენს - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

გიგი გიგიაძე 24-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე უმაღლესი რანგის კარიერული დიპლომატია. ბოლოს ის დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მსახურობდა.

მას შემდეგ, რაც გიგიაძემ 2020 წლის 7 ოქტომბერს პირად ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსით საჯარო სოლიდარობა გამოუცხადა ე.წ. “კარტოგრაფების საქმის” ერთ-ერთ ფიგურანტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ივერი მელაშვილს, დიპლომატიური სამსახურის ვადა აღარ გაუგრძელეს და რეზერვში ჩარიცხვიდან 13 თვის განმავლობაში აღარც ახალი სამსახური შესთავაზეს, სამინისტროში არსებული ათობით ვაკანსიის მიუხედავად. 

მსგავსი სიახლეები