"ოცნება" გორის საკრებულოს წევრმაც დატოვა - მიხეილ გოგინაშვილიც დეგნანს აკრიტიკებს
"ქართულ ოცნებას" და თანამდებობას გორის საკრებულოს წევრი მიხეილ გოგინაშვილიც ტოვებს.
"ძალიან რთულია ნაწილ-ნაწილ ვილაპარაკო ხალხში და ვზომო, რამდენის თქმაა საჭირო და რამდენის არა. სჯობს, იმ ხალხს შევუერთდე, ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს"– დაწერა გორის საკრებულოს წევრმა და უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატუსით ირკვევა, მიხეილ გოგინაშვილი სუბარი-ყაველაშვილი-ხუნდაძის ტრიოს უერთდება.
ქართველმა ხალხმა (განსაკუთრებით გორელებმა) კარგად იცის, როგორია ომის ფასი, რომლისკენაც სურთ რადიკალურ ძალებს უბიძგონ ჩვენ ქვეყანს. იმის ნაცვლად, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნებოდეს მათ და ყველა მსგავს ძალას და მცდელობას, სამწუხაროდ ვნახეთ საპირისპირო.
სწორედ ამიტომ, ვუერთდები ჩემი კოლეგის მოწოდებას, ვტოვებ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ფრაქციის თავმდჯომარის მოადგილის თანამდებობას იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად არავის მივცე საშუალება, კიდევ ერთხელ გახვიონ ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში – აცხადებს მიხეილ გოგინაშვილი.