ციფრებში ჩაკარგულ პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილი ტყუილშია მხილებული

11.07.22 20:38
 ციფრებში ჩაკარგულ პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილი ტყუილშია მხილებული

ციფრებში ჩაკარგულ პრემიერი - თუ გამიზნული სიცრუე.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას სიამაყით განუცხადა, რომ მშვიდობის გლობალური ინდექსით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს, რაც ივანიშვილის და მისი მთავრობის დამსახურებაა. 

თუ მშვიდობის გლობალურ ინდექსს გადავხედავთ, რეალობა სულ სხვა არის. საქართველო არა თუ მეორე, არამედ საპატიო 95-ე ადგილს იკავებს, ბანგლადეშსა და პაპუა ახალ გვინეას შორის. უფრო მეტიც, ჩვენ რეგიონშიც კი არ გვაქვს ლიდერის პოზიცია. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით საქართველოზე უკეთესად ყაზახეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი გამოიყურებიან.

დარგის ექსპერტების შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა წარუმატებლობა წარმატებად გაასაღა და ხალხი უბრალოდ მოატყუა.  გლობალური მშვიდობის ინდექსის ოფიცილური დოკუმენტში წერია, რომ საქართველო ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ანუ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, ჩამოქვეითდა.

პრემიერი განცხადებების შემთხვევით არ აკეთებს. ოპოზიცია დარწმუნებლია, რომ ღარიბაშვილს არაფერი შეეშალა და ტყუილი დღეს განზრახ თქვა, რადგან ნებისმიერი განცხადება, რომელსაც ღარიბაშვილი აკეთებს, წინსწარ მზადდება და მონაცემებსაც მრჩევლთა მთელი ჯგუფი ამოწებს. ამიტომ ყველა ერთ დასკვნამდ მიდის დასავლეთის დიპლომატიური იერიში ფონზე, ფაქტები დამახინჯებით და მანიპულაციით მთავრობის მეთაური ცდილობს, ხალხის მოაჩვენოს, რომ თითქოს მის გუნდს რომელიმე მიმართულებით წარმატება აქვს. 

გლობალური მშვიობის ინდექსს 23 სხვადასხვა პარამეტრით, ,,ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტუტი" მთელს მსოფლიოში ადგენს და ეს მონაცემები ბევრი ინვესტორისთვის სახელმძღვანელო ხდება. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები