"არასერიოზული და სახიფათოა" - გოცირიძე "ოცნების" დეპოუტატების იმიტირებულ ამბოხზე
"ოცნების" დეპუტატების იმიტირებულ ამბოხს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე , სასაცილოს და ამავდროულად, სახიფათოს უწოდებს. საუბარია ხუნდაძე, სუბარი, კობიძის ტრიოზე, რომელსაც გუშინ რეგიონებიდან რამდენიმე მაღალჩინოსანი შეუერთდა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილი სულელურ ავანტიურაში ჩაება.
დავაყენოთ გუნდი, ქორო... ხოდა, რასაც ეს სამეული გაახმოვანებს, ესენი მერე ბანს მისცემენ. ძალიან არასერიოზულია და ძალიან სასაცილოა და ამავე დროს ძალიან სახიფათოა თავად ივანიშვილისთვის. მე ვარ ეს ქვეყანა და მისი პატრონი და თუ ახლა ძალიან გამაბრაზებთ, ახლა წავალ და ორბიტას შევიცვლი და წავალ რუსეთისკენ. იმდენად სულელურ ავანტიურაში ჩაება, რომ საქციელიც კი შეიძლება, სანატრელი გაუხდეს, - თქვა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტავდაპირველად "ქართულ ოცნებას" ხუნდაძე, სუბარი, კობიძის ტრიო გამოეყო, თუმცა მათ მოგვიანებით მაღალჩინოსნები რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამბოხი იმიტირებულია და დავალებები "ქართული ოცნების" ოფისიდან გაიცემა.