ომბუდსმენის ანგარიშს "ოცნება" ბლოკავს - პარლამენტმა ლომჯარიას მოსასმენად დრო ვერ გამონახა

12.07.22 11:38
ომბუდსმენის ანგარიშს "ოცნება" ბლოკავს - პარლამენტმა ლომჯარიას მოსასმენად დრო ვერ გამონახა

სახალხო დამცველის  ანგარიშის მოსმენას "ქართული ოცნება"  ბლოკავს. ნინო ლომჯარიას ანგარიში საკანონმდებლო ორგანოში უკვე რამდენიმე კვირაა  გადაგზავნილია, თუმცა დეპუტატებმა საგაზაფხულო სესია ისე დაასრულეს, რომ ობუდსმენის მოსასმენად დრო ვერ გამონახეს.

"ოცნება" არც რიგგარეშე სესიის ჩატარებას აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე დაანონსა, რომ ლომჯარიას საშემოდგომო სესიაზე მოუსმენენ.

უფლებადამცველები  პირდაპირ ამბობენ, რომ ადამიანის უფლებები "ოცნებისთვის" პრირიტეტი არ არის და ეს ობუდსმენის ანგრიშის მოსმენის დაბლოკვამაც ცხადყო. 

როდესაც პარლამენტი ვერ პოულობს დროს სახალხო დამცველის მოსმენისთვის, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად ვერ არის. ადამიანის უფლებები არ არის პრიორიტეტი პარლამენტისთვის და ხელისუფლებისთვის. ისინი არ არიან დაინტერესებული რეალურად ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამოსწორებით და მეორე ის, რომ მათ ყველაფრისთის სცალიათ რელურად, გარდა იმისა, რომ იმსჯელონ კონკრეტულ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს ათასობით მოქალაქეს ეხება და აწუხებს. კანონი დარღვეულია უკვე, პარლამენტი ვალდებულია, სახალხო დამცველს მოუსმინოს საგაზაფხულო სესიაზე და მე პრაქტიკაშიც არ მახსოვს, რომ შემოდგომაზე გამართულიყოს სახალხო დამცველის მოსმენა პლენარულ სხდომაზე, - ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი. 

ოპოზიცია კი პირდაპირ ამბობს, რომ ნინო ლომჯარიას მოსმენა ახლა "ქართული ოცნების" ინტერესში არ შედის.  

„ქართულმა ოცნებამ“ დაადო პარლამენტს ბოქლომი.  6 წელია პარლამენტში ვარ და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ივნის-ივლისში არ ყოფილიყოს რიგგარეშე სხდომები. გვეუბნებიან, ოღონდ პარლამენტში არ გამოჩნდეთ და წადით, ზღვაზე იჭყუმპალავეთო. ხშირი იყო შემთხვევა, რომ კვირაში ერთი სხდომა იმართებოდა ამ ბოლო დღეებში იმის გამო, რომ საკითხები არ გვაქვსო. როგორ არ გვაქვს საკითხები, მაგრამ სახალხო დამცველის მოხსნებეის მოსმენა კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამდა იმ უკანონობას, იმ პოლიტიკურ დევნას და იმ საშინელ რეალობას, რომელიც სწორადაც რომ ობიექტურად არის აღწერილი ამ მოხსენებაში, - თქვა ენმ-ს წევრმა, რომან გოცირიძემ. 

მსგავსი სიახლეები