როგორ შეიძლება, გადაფარო ის ქველმოქმედება, რაც ივანიშვილს აქვს გაკეთებული - წილოსანი

12.07.22 12:13
როგორ შეიძლება, გადაფარო ის ქველმოქმედება, რაც ივანიშვილს აქვს გაკეთებული - წილოსანი

„ქართული ოცნება“ ივანიშვილის ქველმოქმედებაზე ერთხმად ალაპარაკდა. 
 
ღარიბაშვილის წერილის შემდეგ ბიძინა ივანიშვილზე პოსტს ,,ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი. აქვეყნებს. 

წილოსანი ივანიშვილის მიმართ ოპოზიციის განცხადებებს მავნებელ შურისძიებას უწოდებს.

როგორ შეიძლება, გადაფარო ის ქველმოქმედება, რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მასშტაბით აქვს გაკეთებული და მისი ფაქტორი 2012 წელს ბოროტების დამარცხების საქმეში?!
ამისთვის საჭიროა, მოიგონო წარმოუდგენელი ტყუილი, უარგუმენტო ბრალდება და თან თავგამოდებით ამტკიცო ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. 
ეს არის მავნებლების შურისძიება ყველა იმ დამარცხებისთვის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა 2012 წლიდან აგემა მათ” - წერს ნინო წილოსანი.

ცნობისთვის, ივანიშვილსა და დეოლიგარქიზაციაზე ვრცელი წერილი ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
 

მსგავსი სიახლეები