უნდა შემოვსაზღვროთ, რომ კონტაქტი არ ჰქონდეს არავისთან? - პაპუაშვილი განმარტავს, რომ "ივანიშვილი კუნძული არ არის"

12.07.22 13:18
უნდა შემოვსაზღვროთ, რომ კონტაქტი არ ჰქონდეს არავისთან? - პაპუაშვილი განმარტავს, რომ "ივანიშვილი კუნძული არ არის"

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილთან პრემიერის შესაძლო ურთიერთობაში პრობლემას ვერ ხედავს.

მმართველი პარტიის წევრი აცხადებს, რომ ივანიშვილი "ცაკლე კუნძული" არ არის, რაც შეეხება მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩარევას, შალვა პაპუაშვილი ამ ბრალდებებს შეურაცხმყოფელს უწოდებს. 

ის ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება სხვა ადამიანის მიმართ იმართება, ეს ქართული დემოკრატიის შეურაცხყოფაა და ამას პასუხი სჭირდება. 

როგორ გგონიათ, ადამიანი უნდა შემოვსაზღვროთ და მას კონტაქტი არ უნდა ჰქონდეს არავისთან? არცერთი ადამიანი არ არის კუნძული, ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ, ეს არის ჩვენი ნაწილი. 

ისინი ვინც საუბრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლად არ იღებს გადაწყვეტილებას, მათ შორის ევროპარლამენტის წევრები, მათ შორის იმ რეზოლუციაში, ვერავინ ვერ ასახელებს ვერცერთ ფაქტს"- აცხადებს პაპუაშვილი. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მის და ბიძინა ივანიშვილის ოჯახებს პერიოდული კომუნიკაცია აქვთ. 

"ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია ერთმანეთთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან გარკვეულ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან პერიოდულად მეც რომ მქონდეს, ბუნებრივია, ვერც ამაში იქნება რაიმე დასაძრახი", - წერია ღარიბაშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები