აბა ვინ უნდა დაენიშნა პრემიერად, ვანო მერაბიშვილი? - გია ცაგარეიშვილი

12.07.22 13:46
 აბა ვინ უნდა დაენიშნა პრემიერად, ვანო მერაბიშვილი? - გია ცაგარეიშვილი

ივანიშვილის კადრები ხელისუფლებაში - მმართველი პარტიის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი ამაში პრობლემას ვერ ხედავს.  დეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობებზე ისეთი პირები დანიშნა, ვისაც ენდობოდა.

მისი თქმით, ასეთი იყო ირაკლი ღარიბაშვილი.

თანამდებობებზე ის ადამიანები მოვიყვანეთ, ვინც იყო ჩვენი თანამებრძოლები, ვისაც ჩვენ ვენდობოდით. რატომ გიკვირთ თქვენ, ივანიშვილი როცა მოვიდა ხელისუფლებაში, თავის სანდო პირი რომ დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად?! როგორიც იყო იმ წამში ირაკლი ღარიბაშვილი. აბა, ვინ უნდა დაენიშნა? ვანო მერაბიშვილი უნდა დაენიშნა? - აცხადებს ცაგარეიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები