რადიკალურ ოპოზიციას აკანკალებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე - გურამ მაჭარაშვილი
მიუხედავად იმისა, რომ წლებია, რადიკალური ოპოზიცია ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს, ეს არ მოხდება - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
ძალიან ბევრი წლებია, რადიკალური ოპოზიცია ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. თუმცა, ბუნებრივია, იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არ არის პოლიტიკაში ჩართული და არანაირი მტკიცებულება აქამდე არ არსებობს და არც იქნება, რომ მას გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებზე, ბუნებრივია, სანქციები ვერ დაწესდება.
ეს კარგია, რომ რადიკალურ ოპოზიციას აკანკალებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხზე- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.