"ისტორიის დამახინჯება და ინტერპრეტაცია" - კვირიკაშვილი ღარიბაშვილს პასუხობს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის მეთაურის განცხადებას "ტვ პირველთან" ეხმიანება.
კვირიკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციას, რომელიც "ქართუ ბანკიდან" გიორგი კვირიკაშვილის წასვლას შეეხება, "ისტორიის დამახინჯებას და ინტერპრეტაციას" უწოდებს.
ვრცლად შეიძლებოდა 2011 წლის ამბების მოყოლა, მაგრამ ამჯერად მოკლედ გიპასუხებთ: წერილში მოტანილი ,,ქართუდან" წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ამ ისტორიის დამახინჯება. ამ ეტაპზე ამ კომენტარით შემოვიფარგლები" - განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა "პირველებს".
ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ მაშინ, როცა მუქარითა და ზეწოლით „ქართუს“ სტრუქტურების დაშლას ცდილობდნენ, "იყვნენ ისეთები, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ ,,ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა".
თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, - მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, - ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია“, - წერს ღარიბაშვილი.