მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

12.07.22 15:50
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ერთი კვირით გადაიდო. დღეს ბრალდების მხარეს საზღვრის კვეთის საქმეზე მესამე პრეზიდენტი უნდა გამოეკითხა, აგრეთვე, სააკაშვილის  სხდომათა დარბაზში საბოლოო სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექსპრეზიდენტი სასამართლში ისევ ვერ მივიდა.

სასამართლო მზად არის, მესამე  პრეზიდენტის პროცესი კლინიკაში ჩაატაროს, თუმცა ექიმები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გასვლითი სხდომის ჩატარების უფლებას არ იძლევიან.

 

მსგავსი სიახლეები