დეოლიგარქიზაცია მოგონილი თემაა იმისთვის, რომ "ნაცმოძრაობამ" უპირატესობა მოიპოვოს - ვოლსკი

12.07.22 15:55
დეოლიგარქიზაცია მოგონილი თემაა იმისთვის, რომ "ნაცმოძრაობამ" უპირატესობა მოიპოვოს - ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი, ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მართვაში მონაწილეობას არ იღებს.

ვოლსკის თქმით, დეოლიგარქიზაცია იმისთვის მოიგონეს, რომ ,,ნაცმოძრაობამ" პოლიტიკურ ველზე უპირატესობა მოიპოვოს. 

ბიძინა ივანიშვილი მართვაში არ ღებულობს მონაწილეობას. ამის აუცილებლობაც არ არსებობს არც ეხლა და არც მომავალში. ხელისუფლებას, მთავრობას  აქვს რესურსები იმისათვის, რომ  ჩვენს ქვეყანაში შეინარჩუნოს სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და არ დაუშვას ცეცხლის ალის გადმოტანა, რომელიც ბოლო დროს დგას ჩვენს რეგიონში. დეოლიგარქიზაცია მოგონილი თემაა იმისათვის, რათა უპირატესობა მოიპოვოს ,,ნაცმოძრაობამ" პოლიტიკურ ველზე“- ამბობს ვოლსკი.
 

მსგავსი სიახლეები