ივანიშვილის პოლიტიკაში შემოყვანა ომში ჩასართავად უპერსპექტივოა - სარჯველაძე ოპოზიციას
"ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ პრემიერის და "ოცნების" მხრიდან ბიძინა იავნიშვილის დაცვის საჭიროება არ არსებობს. მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესების საფუძველი არ არის.
ამასთან, მმართველი პარტიის წევრი "ქართული ოცნების" ხვა წევრების ნარატივს იმეორებს და ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლით ომში ჩართვის სურვილზე საუბრობს.
არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში, რაიმე დაცვის საჭიროება იყოს იმ თვალსაზრისით, რაზედაც კეთდება აქცენტი, რომ სანქციებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მე პირადად მგონია, რომ არავითარი მიზეზი ობიექტურად სანქციების გამოყენებისთვის არ არსებობს. თუკი ვინმე, რაიმე პოლიტიკური ძალა საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოყვანის, რაღაცნაირად იძულება, ეს შეიძლება იყოს გზა საქართველოს ომში ჩასათრევად, ბუნებრივია, რომ მათთვისაც ეს შეიძლება იყოს მკაფიო და მკაცრი პასუხი ასეთი მცდელობების უპერსპექტივობასთან დაკავშირებით, - თქვა სარჯველაძემ.