ექს-პრემიერის სკანდალური ჩვენება - ნოღაიდელი ივანიშვილის დეიდაშვილთან ახლო ნაცნობობას ადასტურებს

12.07.22 17:20
ექს-პრემიერის სკანდალური ჩვენება - ნოღაიდელი ივანიშვილის დეიდაშვილთან ახლო ნაცნობობას ადასტურებს

ექს-პრემიერის სკანდალური ჩვენება - ზურაბ ნოღაიდელი ბიძინა ივანშვილის დეიდაშვილთან ახლო ნაცნობობას ადასტურებს. 

უჩა მამაცაშვილთან კავშირებზე საუბარი ზურაბ ნოღაიდელს სხდომათა დარბაზში მოუწია. 

კორუფციის მკვლევარების ინფორმაციით, ოლიგარქის დეიდაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის გზები ბიზნესში წლების წინ გადაიკვეთა და ამ თემაზე არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა.

მესამე სეტორის ინფორმაციით, საქმე ეხება აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტს, სადანაც ნოღაიდელი - მამაცაშვილის შუალედურ  კომპანიაში  მილიონები ილექება, დენი კი მოსახლეობისთვის ძვირდება. 

სასამართლოში ნოღაიდელმა უჩა მამაცაშვილთან ბიზნეს-კავშირები უარყო. 

უჩა მამაცაშვილს ვიცნობ, თუმცა საქმიანი ურთიერთობა არ მქონია, ბოლოს გასვენებაში ვნახე. მას საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონია ჩემს კომპანიასთან არასდროს, ამას ვაცხადებ აბსოლუტურად და სრულად“ - განაცხადა ნოღაიდელმა.

ყოფილი პრემიერი სასამართლო დარბაზში დასმული შეკითხვების გამო რამდენჯერმე გაღიზიანდა და თქვა, რომ შუამავლების დახმარება არ სჭირდება, რადგან ყველაზე იაფად ელექტროენერგია მის კომპანიას შემოაქვს.

სასამართლო დარბაზში დასმული შეკითხვებით გაღიზიანებულმა ნოღაიდელმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ "დაიღალა", მან სასამართლოზე უკვე ყველაფერი თქვა.

მსგავსი სიახლეები