"ქართული ოცნება" დეგნანის მაგინებლებს არ ემიჯნება
"ქართული ოცნება" თავისი ყოფილი წევრების დასავლეთის მაგინებელ, ანტიდასავლურ განცხადებებს არ ემიჯნება. მმართველი გუნდი მთელი დღეა, იმიტირებული ამბოხის მონაწილეთა დაცვას ცდილობს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალებები ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილის ტრიოსთვის კლიშეების მიკერებას ცდილობს.
საქართველოს პარლამენტში დღესდღეობით, თუ არ ვცდები, 146 დეპუტატია დარჩენილი. მრავალფეროვანია ჩვენი პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ვერც დაეთანხმება ან გაემიჯნება პარლამენტის თითოეული წევრის განცხადებას. ამ განცხადებების შინაარსობრივ შეფასებაში არ შევდივარ, არც აქამდე შევსულვარ და არ ვაპირებ, შევიდეს, თუმცა მეორე საკითხი, რაც მე მაწუხებს, არის ის პირდაპირი პროპაგანდისტული შტურმი, რომელიც ამ კოლეგების მიმართ ბევრი მედიასაშუალების მხრიდან გამართული, რომ მოხდეს მათი სტიგმატიზება, კლიშეების მიკერება პრორუსულობით და ანტიდასავლურობით, - თქვა პაპუაშვილმა.
მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი, მიხეილ სარჯველაძე, ირწმუნება, რომ აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის, ლანძღვა ანტიდასავლური ქმედება არ არის.
ახლა იმის კითხვა, რომ ახმოვანებენ თუ არა ჩვენს პოზიციას, რასაკვრიველია, რომ არ ახმოვანებენ. ეს არ არის ღიად ანტიდასავლური. მე ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები, როდესაც კეთდება მწვავე განცხადებები, მათ შორის, ის , რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, მაგალითად მიშა ყაველაშვილის წერილი ქალბატონი დეგნანის მიმართ, მთავარი საწუხარი რაც არის, რომ შეიძლება, არსებობდეს გარკვეული ნაბიჯები, რომელიც ხელისშემშლელი იქნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
ასეთ დროს, მე მგონი, ყველა უნდა მივხვდეთ, რომ ერთმანეთის შემხვედრ პოზიციებზე საუბრისა და აქ განხეთქილების აშლისთვის, უბრალოდ, ადგილი არ არსებობს, - თქვა სარჯველაძემ.